„თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ აბაშიძის განცხადებით,კოალიცია „ქართული ოცნების" დატოვების შემთხვევაში, კოალიციაში შემავალ ყველა პოლიტიკურ ძალას ბარიერის გადალახვა გაუჭირდება. მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში" შემავალი ყველა პოლიტიკური ძალა შეეცდება, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე კოალიციაში დარჩეს.
„ნამდვილად არ ვიცი კოალიციის შიგნით რა ხდება, გარდა იმისა, რასაც ვისმენთ და ვუყურებთ. დარწმუნებული ვარ, კოალიციიდან გამოსულ ნებისმიერი პარტიას, გარდა პარტია "ქართული ოცნებისა", ძალიან გაუჭირდება ბარიერის გადალახვაც კი.
აქედან გამომდინარე კოალიციაში შემავალი პოლიტიკური ძალების ინტერესშია, რომ დარჩნენ კოალიციის შიგნით. დამოუკიდებლად პრაქტიკულად გამორიუცხულია, რომ რომელიმე მათგანმა წარმატებას მიაღწიოს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.