logo_geo
eng_logo
ზვიად ჩიტიშვილი: თამარაშენში მცხოვრები მუსლიმანები მეჩეთის აშენებას ითხოვენ...
- +

7 ივლისი. 2016. 01:34



პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი სამშობლოს" თავმჯდომარე ზვიად ჩიტიშვილი ცხინვალის რეგიონის სოფელ თამარაშენში ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე მდგარ პრობლემაზე საუბრობს. როგორც მან „რეპორტიორს" განუცხადა, ჩრდილო კავკასიიდან ჩამოსახლებული მუსლიმანები მეჩეთის აშენებას გეგმავენ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ადგილობრივი მართლმადიდებლები.


 

ცხინვალის რეგიონში, თამარაშენში, რომელიც კონფლიქტის ზონას განეკუთვნება, ცხოვრობს 1000-მდე მუსლიმანი. ისინი ითხოვენ მეჩეთის აშენებას. ადგილობრივი ქრისტიანი მოსახლეობა ამის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ჩვენმა პარტიამ გადაწყვიტა, ეს პრობლემა მიიტანოს მთავრობამდე, რომ შესაბამისი რეაგირება მოახდინოს, ჩართოს პროცესში ძალა, რადგან მდგომარეობა უკვე კონფლიქტამდეა მისული. აქ საუკუნეების განმავლობაში არ აშენებულა მეჩეთი. ხალხი წინააღმდეგობის გაწევას კი ცდილობს, მაგრამ ვითარება უფრო და უფრო იძაბება. ამ დროს რას აკეთებს ზაქარეიშვილის უწყება? რატომ არ არის ინფორმირებული?

 

თუ მივიჩნევთ, რომ ცხინვალის რეგიონი საქართველოა, მგონი, ყველა მხრივ უნდა ვეცადოთ, ჩვენი ბერკეტები და ყველანაირი ძალა ჩავრთოთ პრობლემის მოგვარებაში. ვიცი, რომ საქართველოში ბევრი ოსი ცხოვრობს. ჩვენ შეგვიძლია დავაფიქსიროთ პოზიცია, რომ ყველანაირად გვერდით ვუდგავართ ოს მოსახლეობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ, რომ არ დაიწყოს ამ მეჩეთის მშენებლობა. თუ საჭირო გახდა, ოს ხალხს გვერდით დავუდგებით პროტესტის დროს. იქ მართლმადიდებელი მოსახლეობა ცხოვრობს და ასე იყო საუკუნეების განმავლობაში.

 

 

მართლმადიდებელ ეკლესია არცერთ რელიგიას არ ებრძვის, მაგრამ სადაც მუსლიმანური ტაძრები შენდება, დიდი საფრთხეა, შემოვიდნენ რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებები, რაც მსოფლიოს 21-საუკუნის საფრთხეა. ანუ ხალხს ეშინია, რომ ამ ყოველივეს მოჰყვება რადიკალური ტერორისტული დაჯგუფებები. სწორედ ეს საფრთხეა. თორემ ლოცვას კი არავინ უშლით."- აცხადებს ჩიტიშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner