logo_geo
eng_logo
ზვიად ჩიტიშვილი: ყველა აფხაზი იმ აზრზეა, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი უნდა დაისაჯოს!
- +

7 ივლისი. 2016. 02:08




პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი სამშობლოს" თავმჯდომარე ზვიად ჩიტიშვილი „რეპორტიორთან" გიგა ოთხოზორიას მკვლელობას კიდევ ერთხელ იხსენებს და აღნიშნავს, რომ მის პარტიაში აფხაზები არიან გაწევრიანებული, რომელთა ინფორმაციითაც აფხაზეთში მკვლელის დასჯას ყველა ითხოვს.


 

პარტია დავაფუძნეთ 2015 წლის 5 ოქტომბერს. მასში გაწევრიანებულია აფხაზეთიდან და ოსეთიდან დევნილი მოსახლეობა. მე დედა მყავს ოსი, წარმოშობით ახალგორელი ვარ და ჩემთვის ნაცნობია კონფლიქტის ზონის წინაშე არსებული პრობლემები. ეს ტკივილი ჩემთან ახლოსაა, ამიტომაც გადავწყვიტე, ჩავუდგე სათავეში პარტიას. ჩვენ აქამდეც ბევრი საქმე გავაკეთეთ, დავაახლოვეთ ქართველები და ოსები, გავაღრმავეთ ურთიერთობები და გადავიყვანეთ სხვა დონეზე.

 

ბევრი საუბარი მიდის იმაზე, რომ ოთხოზორიას მკვლელი დაჭერილი არ არის. ჩვენს პარტიაში გაწევრიანებული აფხაზები ყველა მხრივ ცდილობენ, აფხაზეთიდან მივიღოთ სწორი ინფორმაცია. ყველა აფხაზი იმ აზრზეა, რომ მკვლელი უნდა დაისაჯოს. ჩვენ გავაკონტროლებთ და ხელს შევუწყობთ, რომ რეალური ინფორმაცია გავრცელდეს."- აღნიშნავს ჩიტიშვილი.




- რას აპირებთ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის?


- ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით გავხსენით ოფისები. ვმუშაობთ ინტენსიურად. მომავალში წარვადგენთ ჩვენს კანდიდატებს, რომლებიც ვფიქრობ, ხალხს მოეწონება. ასე რომ, ჩვენ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner