logo_geo
eng_logo
ირანდა კალანდაძე: მადლობა, რომ საქართველოს ჰყავხართ, ბატონო ბიძინა!
- +

27 იანვარი. 2021. 17:00

 

 

არ მინდა, უბადრუკი სააკაშვილი, საკუთარი დედის სასჯელი და უბედური შვილი, ბიძინა ივანიშვილს შევადარო, მაგრამ ასე გამოდის - „ქართული ოცნების“ წინამორბედებთან შედარებას ვერ გავექცევით. ამიტომ ისევ გავიხსენოთ „ნაცების“ 9 წელი და „ოცნების“ 8 წელი და ვინც აქ სასიკეთო განსხვავებას ვერ დაინახავს, შევახსენებ: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებს არ დაუხვრეტიათ ქუჩებში ახალგაზრდა ბიჭები, არ უწამებიათ ციხეებში პატიმრები, არ დაულეწავთ მათთვის ძვლები, არ ჩაუჩეჩქვავთ თავის ქალები და გამოშიგნული ღამით ჩუმად ეშელონებად არ გაუსვენებიათ ციხეებიდან პატიმრები, არც ყელზე მოუბამთ ცოცხალი ადამიანებისთვის ლოდები და ჭაობში არ ჩაუხრჩვიათ, არც ოჯახები და ბიზნესები უწიოკებიათ, არც სახლები გადაუბუგავთ ყაჩაღურად, არც პროფესორ-მასწავლებლებისთვის უფურთხებიათ სახეებში და ღვაწლმოსილი მხცოვანი ადამიანები არ შეურაცხუყვიათ.

 

რით სჯობდა „ქართული ოცნების“ მმართველობა „ნაცების“ ბოგინს და თუნდაც იმით, რომ ამ 8 წლის მანძილზე არავის მოუწყვია ავანტურისტული ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, როგორც ეს სააკაშვილმა და მისმა ვითომ სახელოვანმა, სინამდვილეში გარეწარმა და ცარიელმა კაცმა ირაკლი ოქრუაშვილმა, გონება და მეტყველება დაქვეითებულმა მერაბიშვილმა, ცოლების კალთის ქვეშ შეფარებულმა უგულავამ და სხვებმა და სხვებმა გააკეთეს დალის ხეობაში და ცხინვალის რეგიონში.

 

ყველაფერი შედარებითია.

 

განცალკევებულად სამყაროში არაფერი არ არსებობს.

 

სააკაშვილი და „ქართული ოცნება“.

 

2003–12 და 2012–2020 წლები.

 

ხედავთ განსხვავებას?

 

მე ვხედავ.

 

დაუნახავობა არის სიბრმავე ან უმადურობა.

 

ამაზე მახსენდება, დათა თუთაშხია რომ ამბობს: „ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადაო“.

 

სადღაც წავიკითხე, ერთი ფსიქოლოგი უმადურობას ასე ხსნიდა: გაჭირვებული მოწყალე თვალით რომ შველას გთხოვს, დაეხმარები და ფეხზე წამოაყენებ, როგორც კი თავს მაღლა აწევს, იმ დღიდან სიკეთის გამკეთებელი მისი პირველი მტერი ხდება, რადგან მან იცის იმ სიგლახაკის შესახებ, საიდანაც იხსნა ის მისთვის სიკეთის გამკეთებელმაო.

 

ვინც ვერ ხედავს განსხვავებას ივანიშვილის საქმეებს და სხვების საქმეებს შორის, იმ უმადურ გლახაკს ჰგავს, ფსიქოლოგი რომ მიუთითებდა...

 

დამცირებული, ციხეებში და ბუნკერებში ნაწამები, ომგამოვლილი ხალხი რომ დამშვიდდა, მომავალზე ფიქრი დაიწყო, იმ მართლა ქვეგამხედვარების მიერ ჩუმი გარიგებით კინაღამ დაკარგული გარეჯის დაბრუნებაზე რომ დაიწყო საუბარი, მაშინ წამოსწიეს უმადურებმა ბოლომდე ქვეწარმავლური თავები და ბიძინა ივანიშვილს დაუწყეს სისინი...

 

ჩემს თავზე მეღიმება: ბიძინა ივანიშვილს რა სჭირს-მეთქი ჩემი დასაცავი. არ ვიცავ. ვამბობ იმას, რაც არის და რამაც ჩვენს თვალწინ გაიარა 8 წლის განმავლობაში...

 

ამასწინათ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერილმა ერთმა „ნაცურმა“ კომენტარმა გამაოცა განსაკუთრებით.

 

ვინმე ხათუნა ბუქური წერდა ბიძინა ივანიშვილზე: „ხალხო, სად დააბანდა ამდენი ფული და ოქრო. ეს სერიოზულ ეჭვს აჩენსო!“

 

მწარედ როგორ არ უნდა გაგეცინოს ახლა ამაზე?!

 

სხვის ჯიბეში რომ ფულს ითვლის, ის კაცი რამდენად საცოდავი უნდა იყოს, ხომ წარმოგიდგენიათ?!

 

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში დამკვიდრების შემდეგ რაც გააკეთა, ყველაფერი ისე გააკეთა, ასეული წლებიც რომ გავა, მაინც საქართველოს დარჩება.

 

დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მოყოლებული არ დარჩენილა არც ერთი სფერო ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების მიღმა. მარტო სამების საკათედრო ტაძარი რად ღირს, რომლის აშენება ვერ მოხდებოდა, ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერის გარეშე. ტაძრის მოხატვის სამუშაოებს დღემდე ფონდი „ქართუ“ ახორციელებს.

 

ფონდი „ქართუს“ დახმარებით, ხმელთაშუა ზღვის შუა გულში, კვიპროსში, სადაც ქართველმა არქეოლოგებმა ოთხი ქართული მონასტრის ნაშთებს მიაგნეს, წირვა-ლოცვა აღევლინება და იქ ქართული დროშა ფრიალებს, აღდგა მუცო, უშგული, ფონდის დახმარებით, წელიწადში, ათობით ისტორიული ძეგლი რესტავრირდება და ახალ სიცოცხლეს იძენს, ამჟამად მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები აწყურის ციხეზე, კუმურდოს ტაძარზე, მალე ამოქმედდება გრაკლიანის მუზეუმი, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებამ გადაარჩინა უნიკალური ქართული თეატრი, იხსნა შიმშილით სიკვდილისგან ქართველი მსახიობების მთელი პლეადა, გარემონტდა ოპერის თეატრი, ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით აშენდა და შეკეთდა ასობით სკოლა, სპორტული მოედნები, საავადმყოფოები, მოხდა ქართული მრავალხმიანობის შენარჩუნება და დაცვა ფოლკლორული ანსამბლების დაფინანსებითა და ხელშეწყობით ყველა რეგიონში, ბიძინა ივანიშვილის დახმარებით იქცა რაგბი ქართველი გულშემატკივრების სიამაყის მიზეზი, ბიძინა ივანიშვილი ათეული წლების განმავლობაში ქართული სპორტის ყველა სახეობის ფედერაციას აფინანსებდა, ქართული განათლების სისტემა მისთვის ყოველთვის იყო პრიორიტეტი _ ქალაქი ქუთაისი გახდა საერთაშორისო მნიშვნელობის საგანმანათლებლო ჰაბი (ცენტრი); ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მოსპობას გადაარჩინა უნიკალური ჯიშის მცენარეები, მიმდინარეობს 700 ჰექტარი მთაწმინდის გაუვალი ფერდობის განაშენიანება, უკვე გაშენებულია დენდროლოგიური პარკი, მიმდინარეობს განადგურების საფრთხის წინაშე მდგარი აბასთუმნის სამკურნალო კომპლექსის რეაბილიტაცია, ბიძინა ივანიშვილმა პანდემიასთან ბრძოლის ფონდში გადარიცხა100 მილიონი დოლარი.

 

სწორედ კორონავირუსთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის მიანიჭა მას ახლახან საფრანგეთის პრეზიდენტმა საპატიო ლეგიონის ორდენი.

 

და რას აკეთებს ჩვენი ზოგიერთი თანამემამულის სათაყვანებელი სააკაშვილი? რას მოღვაწეობს, თუ ამას საერთოდ მოღვაწეობა ჰქვია?

 

 სახურავებზე დარბის, ხან საკუთარი შვილის კლასელ სქესშეცვლილ ტრანსგენდერთან, ხან უკრაინელ ბოზებთან გორავს, როგორც ეჭვობენ, ნარკოტიკით გაბრუებული, პოტენციის ასამაღლებელი საშუალებებით, ფსიქოტროპული და სახის კანის გამაახალგაზრდავებელი ინექციებით გაჟღენთილი, ერთ დროს ჯიბეცარიელი მიშა საქართველოს ბიუჯეტის ძარცვით გამდიდრებული ფლობს ვილებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, აგვისტოს ომში ჩახოცილი ბიჭების გაყიდული სისხლის ფულით, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ორგანოების ვაჭრობაში აღებული თანხით, იარაღით და ნარკოტიკებით ვაჭრობით მიღებული მოგებით ტკბება, თუ ამას ტკბობა ჰქვია და ახალ-ახალ ავანტურებს აწყობს, კვლავ საქართველოში დაბრუნებას ლამობს ეს ერთ დროს გუდამშიერი და ახალ დაპირებებს სთავაზობს ჩვენს ქვეყანას და მის მიერ გაბრიყვებული მოსახლეობის ნაწილს…

 

ამ კაცის (თუ არაკაცის) მომხრეები ითვლიან ბიძინა ივანიშვილის ჯიბეში ფულს და ისეთი გლახაკები არიან, რომ ბოღმა აწუხებთ _ რატომ არ არის ივანიშვილიც ისეთივე გაჭირვებული, როგორიც მეო…

 

მეტი არაფერი.

 

სულ აქამდე დადის იმ ე.წ. ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების - პოლიტიკაში ჩართულების და ჩაურთველების საბოლოო ინტერესი - რატომ იმას და რატომ არა მე…

 

საშინელი სენი გვჭირს - ერთმანეთის შური მოსვენებას გვიკარგავს და არ გვაძინებს ქართველებს. კონსტანტინე გამსახურდიასი არ იყოს, „თუ დიდი კაცი გამოგვერია, ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები“.

 

ამასწინათ აზერბაიჯანში ვიყავით მიწვეული ჟურნალისტები. დაგვათვალიერებინეს ქალაქი, სოფლები, ისტორიული ადგილები. ბოლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმაც გვიმასპინძლა და ვრცელი საუბარიც გვქონდა (რომელიც დაიბეჭდა „საერთო გაზეთში“).

 

კეთილგანწყობილად არიან საქართველოს მიმართ და ეს გულწრფელი თუ არაა, დიპლომატიური მაინც ხომ არის?!

 

ილჰამ ალიევი მათი ბელადია, მათი იმედი და მეთაური. ილჰამ ალიევი მდიდარი კაცია აზერბაიჯანში. მისი თანხმობის გარეშე ვერც აზერბაიჯანელი ბუზი გადაფრინდება ვერსად, ვერც რუსეთიდან გადმოფრენილი და ვერც თურქეთიდან გადმოხვეწილი. ყველაფერს აკონტროლებს ილჰამ-აღა, ბიზნესს, ეკონომიკას, პოლიტიკას, ხალხს, აზერბაიჯანულ მინდორსაც და ჭალასაც.

 

მასაც ჰყავს ოპოზიცია, პროდასავლელები, პრორუსები და პროამერიკელებიც, მაგრამ არავის დაუთვლია ალიევის ჯიბეში მილიონები, არც მისი მშვენიერი მეუღლის სამშვენისების ღირებულება და არც მათი ოჯახი გამხდარა აზერბაიჯანელი ხალხის წყევლის და უკიდურესი ლანძღვის ობიექტი.

 

საქართველოში ზოგიერთები ამბობენ, დიქტატურაა აზერბაიჯანში, ჩამორჩენილი ქვეყანაა აზერბაიჯანიო.

 

დიქტატურაა თუ პარტოკრატია, იმპერიალიზმია თუ ბელადომანია, ქვეყანა ყვავის, ტერიტორიებს იბრუნებს, ქალაქები ევროპულ დონეზეა გაშენებულ-გამშვენებული, ეკონომიკა ძლიერდება, კულტურას პატივს სცემენ, მწერლებს და მეცნიერებს უდიდეს სუბსიდიებს უგზავნის მთავრობა ყოველ თვე და მითხარით, რა არის წარმატებული ქვეყნის ინდექსაცია, თუ არა ძლიერი ეკონომიკა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ერის სულიერი სიძლიერე და ამ ფონზე შობადობის უპრეცედენტო ზრდა?!

 

რა მნიშვნელობა აქვს, რა წყობილებას დაარქმევ მმართველობის სისტემას, თუ იქ სიმშვიდე, აღმავლობა და მომავლის რწმენა იქნება?!

 

ილჰამ ალიევისთვის არავის დაუთვლია-მეთქი ჯიბეებში ფული, არც არავის უწყევლია და, უკაცრავად და, არც არავის უფურთხებია პირადად მისთვის, არც მისი ოჯახისთვის, არც მისი შვილების და შთამომავლობისთვის.

 

ის ერი არჩევს ცუდს და კარგს.

 

ის ერი ირჩევს და არჩევს მომავალს, და ვინც მომავალს ირჩევს, ის არ მოკვდება…

 

ეს არაა ლირიკული სიტყვები, ეს არის, როგორც ორჯერ ორი ოთხი - ნეგატივი შობს ნეგატივს, როგორც მტრედი - ხუნდს, ხოლო გველი - თავის წიწილს…

 

მე, ერთი ადამიანი, რომლისთვისაც ბიძინა ივანიშვილს არც ფული გამოუგზავნია, არც სხვა სიმდიდრე, არც თანამდებობა უბოძებია და არც კეთილდღეობა, არ მინდა, დასაწყისში რომ ვახსენე, ისეთ უმადურ გლახაკს დავემსგავსო და როგორც ამ ქვეყნის შვილი, მადლობას ვუხდი მას.

 

მადლობა, რომ საქართველოს ჰყავხართ, ბატონო ბიძინა.

 

მადლობა იმედისთვის, გაკეთებული ბევრი სიკეთისთვის, მადლობა უბრალო ქართველებისთვის გვერდში დგომისთვის, მადლობა ქვეყნის სიყვარულისთვის…

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner