ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდვნის ჯონ კერის საქართველოში ვიზიტსა და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში აფასებს:
„ჯონ კერიმ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა:
ოპოზიციონერები წერილებს მიგზავნიან, თხოვნით, „უთხარით საქართველოს მთავრობას, რომ 70% რეიტინგი დაგვიწერონ, მიუხედავად იმისა რომ 5-6% ვერ ვცდებითო."
მეც სიამოვნებით მივირთმევ უგემრიელეს ხაჭაპურს, ვაყოლებ ღვთაებრივ ქართულ ღვინოს და მათ თხოვნასაც საჯაროდ გაცნობთო. მერე კაი ხანს იცინა....
გაუმარჯოს ჩვენი ხალხების ძმობას და მეგობრობასო....
პ.ს. არც რუსთავი 2 უხსენებია, არც ზეწოლა მედიაზე ან სასამართლოზე, არც ნიკა გვარამიას ვარცხნილობაზე, არც სააკაშვილზე, ვანო და გიგი არც გახსენებია.
ნაციონალები რა არისო ვერ გაიგო და ნაცისტები ეგონა. მაგრამ კერი ხომ არ ცდება..."- წერს ყანდიაშვილი.