logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა
- +

27 იანვარი. 2021. 18:41

 

 

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი მოსახლეობას მიმართავს და აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არის აბსოლუტურად უსაფრთხო და მას აქვს მინიმალური გვერდითი მოვლენები. ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, ვაქცინის მისაღებად ქვეყანას დიდი ძალისხმევა დასჭირდა და თუ ის მოსახლეობამ არ გამოიყენა, ცუდი იქნება.

 

„მაშინ, როდესაც მთელი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ როგორმე ვიშოვოთ რაც შეიძლება მეტი ვაქცინა, ყველა ზომას მივმართავთ, ათასნაირ გზებს ვეძებთ და გამოიკვეთა იმის ალბათობა, რომ ვაქცინის საკმარისი რაოდენობა ქვეყანაში შემოვიდეს და ამ დროს კი, თუ შემოსული ვაქცინები მოსახლეობამ არ გამოიყენა, მაშინ მთელი ძალისხმევა იქნება ფუჭი.

 

მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ ეს არის მცდარი პოზიცია, ვაქცინა არის აბსოლუტურად უსაფრთხო. მას აქვს მინიმალური გვერდითი მოვლენები“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner