„შედგენილია ვაქცინაციის გეგმა, მომზადებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რადგან სხვადასხვა ვაქცინას სხვადასხვა გარემო პირობები სჭირდება იმისთვის, რომ მოიხდეს მისი ტრანსპორტირება და შენახვა“, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი განმარტებით, კოვაქს-პლატფორმაზე ამჯერად სამი ვაქცინაა, რომელსაც საერთაშორისო აღიარება აქვს.
„რა თქმა უნდა, შესაბამისი სპეციალისტების გადამზადება დაწყებულია. ასევე შერჩეულია კლინიკები. ასე რომ, ჩვენ გვაქვს მზაობა. ველოდებით, რომ პირველი კვარტალის ბოლოს საქართველოს ექნება ვაქცინა და დავიწყებთ ვაქცინაციას“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.