logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილი იყო არა მარტო ჩვენი გუნდის, არამედ ზოგადად ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტი
- +

27 იანვარი. 2021. 20:03

 

 

 „ქართული ოცნება“ შექმნილია ბიძინა ივანიშვილის მიერ. ის არის ჩვენი დამფუძნებელი, ლიდერი და საერთოდ ყველა გამარჯვება, რომელიც ჩვენმა გუნდმა ამ წლების განმავლობაში მოიპოვა, რა თქმა უნდა, მისი დამსახურებაა“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

 

„1-ელი ოქტომბრის გარდა, ყველა არჩევნები, რომელიც მოიგო ჩვენმა გუნდმა, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. აქედან გამომდინარე, ჩვენ კარგად გვესმის, როდესაც ასეთი მასშტაბური ლიდერი მიდის პოლიტიდან და ტოვებს გუნდს, ეს არის ჩვენთვის გამოწვევა. მეორეს მხრივ, ეს არის ჩვენი გუნდის გამოცდა.

 

ბიძინა ივანიშვილი იყო არა მარტო ჩვენი გუნდის, არამედ ზოგადად ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტი. სწორედ მისი მმართველობის შედეგია, რომ ქვეყანაში გვაქვს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ვაღიაროთ, რომ ასეთი მშვიდობა და ასეთი უპრეცედენტო დემოკრატია არ გვქონია მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა დამოუკიდებელი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner