ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე სოციალურ აქსელში სტატუსს აქვეყნებს და 2011 წლის 7 ივლისს იხსენებს.
„მადლობა მინდა გითხრათ ყველას ვინსაც გჯეროდათ ჩვენი უდანაშაულობის ვინც ხმამალა ებრძოდით უსამართლობას.
5 წელი გავიდა და ვერ დავადგინე რატომ დაგვაპატიმრეს 2011. 07.07
იმედია მალე აეხსნება გრიფი ფოტოგრაფების საქმეს და სამართალი იზეიმებს."- წერს აბდალაძე.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 7 ივლისს ოთხი ფოტოგრაფი, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე, ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე დააკავეს.
შსს ინფორმაციით, მათ ბრალად ჯაშუშობა ედებოდათ.