ვინ გასცა ტელეკომპანია „იმედის" დარბევის ბრძანება?! პროკურატურის რომელი მოწმეები ადებენ ხელს მიხეილ სააკაშვილს?!
2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ შეცვლილი სარედაქციო პოლიტიკა და მენეჯმენტის მითითებები. ვინ აძლევდა ჟურნალისტებს დავალებებს, რომ არხზე ხელისუფლების საწინააღმდეგო, კრიტიკული სიუჟეტები არ გასულიყო?!
როგორ ხდებოდა იმედიდან ჟურნალისტების გადაბირება - რა ჩვენებებს აძლევენ მოწმეები, რომლებიც იმედის საქმეზე იკითხებიან, რას ითხოვს სასამართლოზე გამოკვლეულ ფარულ კადრებში მიხეილ სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილისგან -„იმედის" დარბევის საქმეში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესის დეტალები.