logo_geo
eng_logo
„იარაღი მომადო და მითხრა, რომ შუბლს გამიხვრეტდა“- ბიძინა ბარათაშვილი „იმედის“ დარბევას იხსენებს...
- +

7 ივლისი. 2016. 04:17



ყოფილი ხელისუფლების მიერ, „იმედის" ხელში ჩაგდების სურვილზე  „2030"-თან არხის ყოფილი გენერალური დირექტორი ბიძინა ბარათაშვილი საუბრობს.


ბარათაშვილი საქმესთან დაკავშირებით ორი დღის წინ დაიკითხა.


ბარათაშვილის განცხადებით, 7 ნოემბრამდე არსებული კრიტიკული მაუწყებლობით უკმაყოფილო ხელისუფლება ტელევიზიას ბოიკოტს უცხადებდა. ამასთან, პატარკაციშვილს ხელისუფლება იმედის სანაცვლოდ რკინიგზას და მილიონ დოლარს სთავაზობდა.


„დასახელდა თანხა, 450- 500 მილიონი დოლარის ოდენობით და დასახელდა აქტივი, რომელიც შეიძლებოდა „იმედში" გაცვლილიყო. ეს იყო საქართველოს რკინიგზა."- აცხადებს ბარათაშვილი. 


ბიძინა ბარათაშვილმა „იმედის" დარბევაც გაიხსენა და განაცხადა, რომ დარბევის დროს, ერთ-ერთ სპეცრაზმელში სოსო თოფურიძე ამოიცნო.


ბარათაშვილის განცხადებით, მან ტელეკომპანიის დარბევის შესახებ გაცემული ბრძანება მოითხოვა, რაზეც სპეცრაზმელმა მას შუბლზე იარაღი მიადო და შუბლის გახვრეტით დაემუქრა.


„ამაზე საპასუხოდ მივიღე ის, რომ შუბლზე იარაღი მომადო და მითხრა სამჯერ, რომ შუბლს გამიხვრეტდა. ეს ხდებოდა სახალხოდ."- აცხადებს ბარათაშვილი. 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner