logo_geo
eng_logo
მედიის ინფორმაციით, მოსკოვში ალექსეი ნავალნის ძმა და მისი მოკავშირეები დააკავეს
- +

28 იანვარი. 2021. 10:30

 

 

მოსკოვში რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ძმა და მისი მოკავშირეები დააკავეს. სამართალდამცველებმა ალექსეი ნავალნის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. შესაბამის ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

 

დაკავებულები 23 იანვრის აქციაზე სანიტარული და ეპიდემიოლოგიური რეგულაციების დარღვევაში არიან ეჭვმიტანილი. დაკავებულთა შორისაა ლუბოვ სობოლი, რომელიც თავდაპირველად პოლიციამ მოწმის სტატუსით დაკითხვის მიზნით წაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში 48 საათით დარჩებიან. პოლიციელებმა ნავალნის 20-მდე თანამოაზრის სახლიც გაჩხრიკეს.

 

რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა კორონავირუსის ინფექციის გავრცელების საფრთხე შექმნეს და ამასთან, აქციაში კოვიდ-ინფიცირებულებიც მონაწილეობდნენ. სამინისტროს განმარტებით, აქციის ზოგიერთი მონაწილის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner