„აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა" და საკონდიტრომ „ტკბილი ქვეყანა "- Sweet Country სათნოების სახლის, „კათარზისის" 310 ბენეფიციარს დედის დღე მიულოცა და სადილით გაუმასპინძლდა.
რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა და EEU-ს სტუდენტებმა ხანდაზმულ ქალბატონებს ყვავილები მიართვეს და მათთან ერთად, საზეიმო ვითარებაში ტორტი გაჭრეს.