„ჩემი უამრავი მსახიობი ფიზიკურად გადარჩა იმის გამო, რომ თავის დროზე, მათ ბიძინა ივანიშვილის სტიპენდია დაენიშნათ“, - აცხადებს „თავისუფალი თეატრის“ რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი „ქრონიკასთან“ საუბრისას.
„როდესაც თეატრში მოვედი, ჩემი ხელფასი 90 ლარი იყო. ეს იყო ყველაზე მაღალი ხელფასი. სამწუხაროდ, იმ პერიოდში ორი მსახიობიც კი გარდაგვეცვალა შიმშილისგან. შემდეგ, ამ ადამიანმა სტიპენდია დაგვინიშნა და მაშინ ჩვენ გადავრჩით, მთელი თეატრი გადარჩა. განუზომელია მისი დამსახურება და ღვაწლი „თავისუფალი თეატრისადმი“, - აცხადებს ავთანდილ ვარსიმაშვილი.