logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 50 000-მდე ადამიანს ჩაუტარდა
- +

28 იანვარი. 2021. 12:28

 

აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღემდე 50 000-მდე ადამიანს ჩაუტარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, აცრილი მოქალაქეების უმეტესობა ჯანდაცვის სფეროს მუშაკია.

 

შეგახსენებთ, აზერბაიჯანში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია ჩინური კომპანია Sinovac Biotech-ის ვაქცინით 18 იანვარს დაიწყო. ქვეყანაში, პირველ ეტაპზე სამედიცინო სფეროს მუშაკები აიცრებიან, 1 თებერვლიდან კი 65 წლის ზემოთ პირების ვაქცინაცია დაიწყება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრებიან, სპეციალურ პასპორტებს მიიღებენ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner