logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ვფიქრობთ, ვარშავის სამიტის შედეგად არსებითი პაკეტი გაფართოვდება და საქართველო იქნება კიდევ უფრო მეტად დაცული
- +

7 ივლისი. 2016. 10:36


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა NATO-ს ვარშავის  სამიტს, რომელიც  ხვალ იხსნება.

პრემიერის თქმით, ვარშავის სამიტზე საქართველო ელოდება არსებითი პაკეტი კიდევ უფრო გაფართოებას და დადასტურებას იმისა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება და საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი.



ასევე, ველოდებით დადასტურებას იმ პროგრესისა, რომელსაც საქართველომ ამ კუთხით მიაღწია, როგორც სამხედრო რეფორმით და NATO-სთან სამხედრო შენაერთების თავსებადობის კუთხით, ასევე, დემოკრატიის განვითარების კუთხით ქვეყანაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ დადასტურებას 2015 წლის მინისტერიალის გადაწყვეტილებისა, რომ საქართველოს გააჩნია ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გაწევრიანდეს ალიანსში. ვარშავის სამიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენთვის და ვფიქრობთ, რომ ამ სამიტის შედეგად საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მას გააჩნია NATO-სთან, კიდევ უფრო გაფართოვდება, რის შედეგადაც საქართველოში უსაფრთხოება კიდევ უფრო მაღალ დონეზე იქნება აყვანილი და საქართველო იქნება კიდევ უფრო მეტად დაცული", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner