logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ასეთი მნიშვნელოვანი წარმატება საქართველოს ბოლო 15 წელია არ ჰქონია
- +

7 ივლისი. 2016. 10:47


მსოფლიო ბანკის ბოლო კლასიფიკაციის მიხედვით, საქართველო საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფიდან გადავიდა საშუალო და მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიაში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.



გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება, როგორიც საქართველოს ბოლო 15 წელია არ ჰქონია.



ამ კლასიფიკაციაში წინსვლა საქართველოს ბოლო 15 წლის განმავლობაში არ ჰქონია. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო საინვესტიციო იმიჯის და საქართველოს ცნობადობის ამაღლების კუთხით", -განაცხადა პრემიერმა.



პრემიერის განმარტებით, მსოფლიო ბანკის კლასიფიკაცია ეფუძნება თითოეული ქვეყნის ეროვნული შემოსავლის ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner