ჯანმო-ს COVID-19-თან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა, რომ კაცობრიობა კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ომს არ აგებს და საბოლოოდ ვირუსს დაამარცხებს.
მარია ვან კერკხოვეს განმარტებით, ვირუსის მუტაციები დამარცხებას არ ნიშნავს.
„ნიშნავს თუ არა ეს, რომ ვირუსთან ომს ვაგებთ? არა. ჩვენი სიცოცხლისთვის ვიბრძვით. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ერთმანეთს კი არა, არამედ ვირუსს ვებრძვით. მათ შორის, მის ახალ ვარიანტებსაც. ჩვენ შეგვიძლია ამ ვირუსის დამარცხება და ჩვენ მას დავამარცხებთ“, - აღნიშნა ჯანმო-ს COVID-19-თან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა.