logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ვიწყებთ მიწათსარგებლობის გეგმის შედგენას
- +

7 ივლისი. 2016. 10:49


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლება მოხდება მის მიმდებარედ არსებული საკურორტო პოტენციალის მქონე დასახლების, დიდი მიტარბის გათვალისწინებით - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.



პრემიერის თქმით, მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი ქვეყნის სივრცითი მოწყობაა და ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს რეგიონებში ტურისტულად მიმზიდველი დასახლებების განაშენიანებისა და სივრცით-ტერიტორული მოწყობის უზრუნველყოფა.



ჩვენ ვიწყებთ მიწათსარგებლობის გეგმის შედგენას. ბაკურიანის განვითარება მიწათსარგებლობის კუთხით თითქმის დასრულებულია. სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში მოხდა სტიქიური განვითარება. ჩვენ ვგეგმავთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, როგორიც არის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება - საქართველოს სივცითი მოწყობა და ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია. ამ მიმართულებით რომ არ მოხდეს სტიქიური განვითარება და მათ შორის ტყის მასივების სტიქიური გამოყენება, აუცილებელია კანონზომიერი განვითარების ჩარჩოს შექმნა", - განაცხადა პრემიერმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner