უფლებადამცველ გიორგი გაბედავას რეჟისორობით ტაო-კლარჯეთში მცხოვრებ ქართველებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს:
"საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსი" ჩავიდა ართვინში, ქართველებთან, რათა დაეფიქსირებინათ თანადგომა. ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე მე ვარ. ჩვენი მიზანია, რომ გვერდში დავუდგეთ ყველა ქართველს. ართვინში მიმდინარეობდა აქციები მაღაროს წინააღმდეგ, ოქროს მაღაროს აშენება უნდათ, რომელიც ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს და რომელიც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. როცა ჩავედით, იმ დღეს გამოცხადდა რომ 12 მარტამდე შეჩერებულია მშენებლობა. ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას, მანამდე კი მანქანის სიგნალებით და ხმაურით გამოხატავენ პროტესტს ყოველ საღამოს, 8 საათზე", - აცხადებს გაბედავა „რეპორტიორთან".