logo_geo
eng_logo
თამუნა ლეფსვერიძე: ნაგვის დაყრა, კვერცხების სროლა სამართლებრივად დასჯადი აქტია და ამას არანაირი საერთო არ აქვს გამოხატვის თავისუფლებასთან
- +

29 იანვარი. 2021. 01:43

 

„ისეთი რაღაცები, როგორიც არის შეურაცხყოფა, ნაგვის დაყრა, კვერცხების სროლა და სხვა, სამართლებრივად დასჯადი აქტია და ამას არანაირი საერთო არ აქვს გამოხატვის თავისუფლებასთან“, – ამის შესახებ  ჟურნალისტმა, თამუნა ლეფსვერიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, ჩვენ არ გვყავს პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსები.

 

„როდესაც ნაგვის დაყრასთან დაკავშირებით კულტურაზე დაიწყეს ლაპარაკი, თავიანთივე პოლიტიკური ლიდერები ისე გალანძღეს და ისეთ დღეში ჩაყარეს, საერთოდ რომელ კულტურაზე ვსაუბრობთ?! სასამართლოში დღეს ისეთი ამბავი იყო, ჩემს კოლეგას მიკროფონი თავში არ ჩავარტყა, ეს საზოგადოებამ როგორ უნდა დამიკვეთოს? ეს ხომ ძალიან ელემენტარულია, რაც მე თვითონ უნდა ვიცოდე და მესმოდეს? კელი დეგნანი რომ პარლამენტში კუთხეში არ უნდა მივამწყვდიო და თმებში არ ვწვდე, ეს რომელმა საზოგადოებამ უნდა დამიკვეთოს? პირდაპირ ეთერში რომ რომელიმე პოლიტიკოსს არ უნდა ჰკითხო, უკაცრავად, თქვენ დღეს საცივიდან ან ბაჟიდან თავი ამოყავით თუ ჩაყავითო, ეს ჟურნალისტს, ან პოლიტიკოსს საზოგადოებამ უნდა დაუკვეთოს?“, – განაცხადა თამუნა ლეფსვერიძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner