კატალონიის „ბარსელონას" სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი კვლავ მართლმსაჯულების სამიზნე გახდა. ესპანური მედიის ცნობით, ამჯერად მას 21-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. ანალოგიური განაჩენი გამოუტანეს მამამისს, ხორხე მესისაც. მამა-შვილს ბრალი 2007-2009 წლებში, ესპანეთისთვის 4,1 მილიონი ევროს გადასახადის დამალვაში ედებათ.
აღნიშნულის მიუხედავად, მათ საშუალება აქვთ, პრობაციის მეშვეობით, ციხეში ჩაჯდომას თავი აარიდონ. აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას „ბარსას" ლიდერმა განაცხადა, რომ საკუთარი ფინანსების მართვასთან დაკავშირებით არაფერი იცის და მხოლოდ ფეხბურთს თამაშობს.