logo_geo
eng_logo
ბუქარესტის კოვიდ-ჰოსპიტალში ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა
- +

29 იანვარი. 2021. 11:37

 

 

ბუქარესტის მატეა ბალშის სახელობის ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ერთ-ერთ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო AGERPRES ავრცელებს.

 

ჰოსპიტალში COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობდნენ.

 

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მისი გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე რუმინეთის ჯანდაცვის მინისტრი იმყოფება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner