logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი: მნიშვნელოვანია, საქართველო ვარშავიდან თავდაცვისუნარიანობის უფრო მეტი საშუალებით ჩამოვიდეს
- +

7 ივლისი. 2016. 11:21


თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი NATO-ს სამიტზე დასასწრებად ვარშავაში უკვე გაემგზავრა.


ხიდაშელის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ვარშავიდან მეტი თავდაცვისუნარიანობის საშუალებებით ჩამოვიდეს.



ჩვენი მთავარი ამოცანა ამ ორი დღის განმავლობაში არის, ერთი მხრივ, რაც შეიძლება უფრო მეტად დავუახლოვოთ ჩვენი ქვეყანა ევროატლანტიკურ სივრცეს, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ალბათ ის არის, რომ ვარშავიდან უფრო მეტი თავდაცვისუნარიანობის საშუალებებით ჩამოვიდეს საქართველო. უფრო მეტად დაცული, უფრო მეტი შესაძლებლობით, უფრო მეტი ინსტრუმენტით, რომელიც ქვეყანას ცაშიც და ზღვაზეც, ხმელეთზეც დაიცავს და მის შეიარაღებულ ძალებს განსაკუთრებით მისცემს შეკავების, გამძლეობისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლების უფრო მეტ შესაძლებლობას", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.



ვარშავაში NATO-ს სამიტი ხვალ გაიხსნება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner