logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციას მხარი დაუჭირა
- +

7 ივლისი. 2016. 11:22


„საზოგადოებრივი მაუწყებლის" კორესპონდენტი ქეთევან ქარდავა ბრიუსელიდან ავრცელებს ინფორმაციას, რომ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა.


უკრაინისა და კოსოვოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხს კენჭი ცოტა ხნის წინ უყარეს. კენჭისყრის შედეგები რეკომენდაციად სამოქალაქო თანასწორობისა და მართლმსაჯულების კომიტეტს გადაეგზავნება, რომელიც ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხში წამყვანი კომიტეტია.


საკითხის განხილვა ორივე კომიტეტზე უკვე გაიმართა და წევრებმა საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭებას მხარი დაუჭირეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner