logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: ექსპორტზე 37 000 ტონა ციტრუსი გავიდა, ექსპორტი წინა წელთან შედარებით 22%-ით გიზარდა
- +

29 იანვარი. 2021. 17:03

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა ციტრუსის სეზონზე და აღნიშნა, რომ წელს ექსპორტზე 37 000 ტონაზე მეტი ციტრუსი გაიტანეს, რაც გასულ წელთან შედარებით 22%-ით მეტია. 

 

„აჭარისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ციტრუსის რთველი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს რთველი ნაყოფიერი იყო, რადგან ექსპორტირებულია 37 000 ტონაზე მეტი მანდარინი სხვადსხვა საექსპორტო ბაზარზე, რაც არის წინა წელთან შედარებით 22%-იანი ზრდა.

 

პანდემიის მიუხედავად შევძელით, რომ თითოეულ ფერმერს ჰქონოდა შესაძლებლობა, საკუთარი მოსავლის რეალიზაცია მოეხდინა. მხოლოდ ციტრუსის რეალიზაციიდან, ფინანსური თვალსაზრისით, 17%-ით მეტია შემოსავალი, რაც 17 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner