აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა ციტრუსის სეზონზე და აღნიშნა, რომ წელს ექსპორტზე 37 000 ტონაზე მეტი ციტრუსი გაიტანეს, რაც გასულ წელთან შედარებით 22%-ით მეტია.
„აჭარისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ციტრუსის რთველი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს რთველი ნაყოფიერი იყო, რადგან ექსპორტირებულია 37 000 ტონაზე მეტი მანდარინი სხვადსხვა საექსპორტო ბაზარზე, რაც არის წინა წელთან შედარებით 22%-იანი ზრდა.
პანდემიის მიუხედავად შევძელით, რომ თითოეულ ფერმერს ჰქონოდა შესაძლებლობა, საკუთარი მოსავლის რეალიზაცია მოეხდინა. მხოლოდ ციტრუსის რეალიზაციიდან, ფინანსური თვალსაზრისით, 17%-ით მეტია შემოსავალი, რაც 17 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.