logo_geo
eng_logo
მედიაჰოლდინგმა „კვირამ“ ახალი ვებგვერდის – Cyber.kvira.ge-ს პრეზენტაცია გამართა
- +

7 ივლისი. 2016. 11:25


მედიაჰოლდინგმა „კვირამ" ახალი ვებგვერდის - Cyber.kvira.ge-ს პრეზენტაცია გამართა.

Cyber.kvira.ge ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, მიიღოს მისთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაცია, როგორც საკუთარი პერსონალური მონაცემების დაცვის, ასევე ქვეყნის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევების შესახებ.



პროექტ Cyber.kvira.ge-ს შექმნის მთავარი მიზანი კიბერუსაფრთხოების კუთხით სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაა.



პროექტის მხარდამჭერები და პარტნიორები არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტროსთან არსებული მონაცემთა გაცვლის სააგენტო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი.



ვებგვერდზე სისტემატურად გაშუქდება ინფორმაცია, როგორც პროექტის პარტნიორების მიერ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული სამუშაოების, ღონისძიებების, აქტივობების შესახებ, ისე მსოფლიოში არსებული სიახლეები, პრობლემები, დაცვის მექანიზმები, ბლოგები, ინტერვიუები სპეციალისტებთან და სხვა.



პრეზენტაციაზე მიწვეულმა სტუმრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კიბერდანაშაულის პრევენციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ კუთხით მედიის აქტიური ჩართულობა.



ღონისძიება რუსთაველის გამზირზე მდებარე რესტორან „DINEHALL" -ში გაიმართა.




 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner