logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: ვარშავის სამიტის წინ ჯონ კერის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო
- +

7 ივლისი. 2016. 11:26


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ვარშავის სამიტის წინ ჯონ კერის ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ საქართველოს გვერდით დგას აშშ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.



აშშ- სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ამ დროს - NATO- ვარშავის სამიტის წინ, იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ საქართველოს გვერდით დგას აშშ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. გზავნილი იყო ძალიან მკაფიო - საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის განუხრელი მხარდაჭერის კუთხით საერთაშორისო ფორმატებში. ასევე გზავნილი იყო აშშ- მხრიდან, რომ ჩვენ გვექნება ძალიან მტკიცე მხარდაჭერა და კონკრეტული მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით და ამის დასტურია ის მემორნადუმი, რომელიც გუშინ გაფორმდა", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.



ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საქართველო დატოვა. ჯონ კერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ გააცილეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თბილისიდან კიევში გაემგზავრა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner