logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: დიდი მადლობა ფასილიტატორ ელჩებს, რომ არა მათი ძალიან დიდი სამუშაო და ძალისხმევა, დღევანდელი შეთანხმება თავისი ტექსტით და შინაარსით ჩვენ ვერ გვექნებოდა
- +

29 იანვარი. 2021. 20:18

 

 

„მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ფასილიტატორ ელჩებს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს და ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს. რომ არა მათი ძალიან დიდი სამუშაო და ძალისხმევა, დღევანდელი ეს შეთანხმება თავისი ტექსტით და შინაარსით, ჩვენ ვერ გვექნებოდა“ - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს ტექსტი პრაქტიკულად იდენტურია იმ ტექსტისა, რომელიც მუსირებდა მათი ორგანიზებითა და ფასილიტაციით გამართულ შეხვედრებზე.

 

„ჩვენ შევეცადეთ ტექსტიდან არ გადაგვეხვია, ეს ტექსტი პრაქტიკულად არის იმ შეთანხმების იდენტური, რა ეტაპამდეც და შეთანხმებამდეც მოლაპარაკების მაგიდასთან ვიყავით მისულები, ამიტომ, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ - ეს ტექსტი, რომელზეც დღეს ჯერჯერობით მხოლოდ ორმა პარტიამ მოვაწერეთ ხელი, არის დამსახურება ჩვენი და ეს ეტაპიც არის დამსახურება ფასილიტატორი ელჩების, რაზეც მათ აუცილებლად უნდა გადავუხადოთ უღრმესი მადლობა. ეს ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ამ მიმართულებით“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner