„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბატონი ივერი მელაშვილის განცხადება დავით გარეჯზე მისი კიდევ ერთი შეცდომაა“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში არქიმანდრიტმა ილარიონ ჭიღლაძემ განაცხადა.
„ძალიან დიდი შეცდომაა, როცა იმეორებს იმ დანაშაულებრივ ფრაზას და აზრს, რასაც ავითარებენ ეგენი, რომ ეს არაა საქართველოს ტერიტორია. ეს ადგილები, რომელზეცაა საუბარი, საქართველოს ტერიტორიაა“, - აღნიშნა არქიმანდრიტმა ილარიონმა.