„ბრალდებულები ოფიციალურად, საკუთარი ხელით შექმნილი დოკუმენტებით ადასტურებენ, რომ დავით გარეჯი და უდაბნოს მთა საქართველოს ტერიტორია არაა“, - ამის შესახებ დავით გარეჯის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.
„ბრალდებულების და ზოგადად დაცვის პოზიცია სწორედ ამ ნარატივს შეიცავს - მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მათი ქმედებები მიმართული იყო ქვეყნის საწინააღმდეგოდ. ისინი ოფიციალურად, საკუთარი ხელით შექმნილი დოკუმენტებით ადასტურებენ, რომ დავით გარეჯი და უდაბნოს მთა საქართველოს ტერიტორია არაა. ყველა მათი ქმედება მიმართული იყო იმისკენ, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი გადაეცათ სხვა ქვეყნისათვის. ეს უტყუარად არის დადასტურებული და ამის აღიარებას პრაქტიკულად ყოველდღე ტელეეთერებიდან ვისმენთ“, - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.