logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: როცა ამბობენ, რომ აღარ უნდა იყოს საუბარი იმ რუკაზე, რომელიც საქართველოს პოზიციებს უკეთესობისკენ ცვლის, ეს დამოკიდებულება ავადმყოფურია
- +

29 იანვარი. 2021. 22:45

 

 

„ოპოზიციის მიერ ივერი მელაშვილის გმირად გამოცხადება ანომალური მოვლენაა“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ POSTV-ს ეთერში განაცხადა.

 

„ისინი ცდილობენ პოლიტიკური პრეფერენცია ახსნან და გაამართლონ... სულ ერთია რა თქვეს გუშინ, რა არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და რა არის ჭეშმარიტება და კარგი. მთავარია იმ ხაზს გაყვნენ, რასაც მიჰყვება ეს პოლიტიკური იდეოლოგია, რომლის მიზანია არეულობა პოლიტიკური სისტემის და არა პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ. თავის დროზე ამ პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გაყიდა გარეჯი, მაგრამ როცა დაიწყო ბრძოლა, ისეთი ვითარება შეიქმნა, თითქოს ეს თემა საერთოდ არ ყოფილა.

როცა აცხადებენ რომ აღარ უნდა იყოს საუბარი იმ რუკაზე, რომელიც საქართველოს პოზიციებს უკეთესობისკენ ცვლის, ეს დამოკიდებულება ავადმყოფურია. ძალიან კარგია, რომ ასეთი პრობლემები შიშვლდება და ამას საზოგადოებაც ხედავს“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner