logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: დავითგარეჯის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მთავრობა ერის წინაშე დანაშაულშია ბრალდებული
- +

30 იანვარი. 2021. 00:08

 

 

„გუშინ ფეხზე ედგნენ ადამიანს, ეძახდნენ გმირს, რომლის მიმართაც, პრაქტიკულად, 15-წლიანი განაჩენია გამოტანილი“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა ხათუნა ხოფერიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

მისივე თქმით, 2007  წელს მთავრობის წევრები აცხადებდნენ, რომ უდაბნო და ჩიჩხიტური საქართველოს ტერიტორია არ არის. სწორედ ამიტომ, ხოფერია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მთავრობას ქვეყნის, ერის წინაშე დანაშაული აქვს ჩადენილი.

 

„ვფიქრობ, იყო თუ არა გამოსაშვები, ეს თემა უტრირებულია. იმდენად სათუთია, ნამდვილი კავკასიური ცარცის წრეა. ტიპური კავკასიური ცარცის წრის თემატიკაში ვართ დღეს. ვინ გადაქაჩავს, ვინ იქნება დედა, ერთგული, მგრძნობიარე და მოსიყვარულე. რაც შეეხება გამოშვებას, მსოფლიოში ეს მიღებულია, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში, როდესაც გარკვეული საძიებო სამუშაოები ჩატარდება, ჩვენებების ჩამორთმევა მოხდება, პრაქტიკულად, ადამიანების იზოლაციას მოახდენენ და მათგან ინფორმაციის მაქსიმალურად ამოღებას, შემდეგ ისე ხდება ხოლმე, რომ უშვებენ. ის, რომ დავით გარეჯი არის საქართველო, ამის მთავარი მოწმე, მთვარი დოკუმენტი თავად დავით გარეჯია. აქ სხვა აზრი უბრალოდ, არ შეიძლება, არსებობდეს.

 

მაწუხებს, რომ 2005 წელს მიხეილ სააკაშვილის პერიოდში საგუშაგო მოიხსნა. შემდეგ ამ საგუშაგოზე აზერბაიჯანელი მეგუშაგეები დადგნენ. გზა, რომელიც აზერბაიჯანამდე მიდის, ახლა კეთდება, ანუ აზერბაიჯანლებს იქ არაფერი არ ჰქონდათ. იქნებ, ამოიღოთ 2007 წლის მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წევრების გამოსვლები, სადაც ისინი პირდაპირ ამბობენ და აქ ერთ უბანზე არ არის საუბარი. უდაბნოზე და ჩიჩხიტურზეა ლაპარაკი, რაზეც ამბობენ, რომ ეს საქართველოს ტერიტორია არ არის. გთხოვთ, ამოიღოთ დოკუმენტური მასალები და საზოგადოებას გააცნოთ, რას ამბობდა მიხეილ სააკშვილის მთავრობა. მიხეილ სააკაშვილის მთავრობა არის ბრალდებული დანაშაულში ჩემი ქვეყნის ერის წინაშე“, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner