logo_geo
eng_logo
მიხეილ სადრაძე: განზრახ, დანაშაულებრივი დავალებების შესაბამისად, 3500 ჰექტარი საქართველოს ტერიტორია დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა
- +

30 იანვარი. 2021. 00:53

 

 

„დანაშაული, რომელსაც ბრალდებულებს ჩვენ ვედავებით არის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული. ეს არის საქართველოს ტერიტორიის ხელშეუხებლობის დარღვევა, საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც მიმართული იყო უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ და საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ. დანაშაული ალტერნატივის გარეშე ისჯება თავისუფლების აღკვეთით 10-დან 15 წლამდე ვადით“, - ამის შესახებ პროკურორმა მიხეილ სადრაძემ  ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„ბრალდებულები, როდესაც კომისიაში მუშაობდნენ და ივერი მელაშვილი იყო ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ისინი მოქმედებდნენ საქართველოს სახელით. საქართველოს სახელით ადგენდნენ დოკუმენტს, რომელსაც ერქვა რუკების ალბომი და ამ დოკუმენტზე აფიქსირებდნენ საქართველოს ტერიტორიას მიკუვთნებულ მონაკვეთს და სახელმწიფო საზღვრის ხაზს. ამ პროცესში განზრახ, დანაშაულებრივი დავალებების შესაბამისად და საქართველოს საწინააღმდეგოდ დააფიქსირეს ის, რაც დააფიქსირეს. ამ ეტაპისთვის, 3500 ჰექტარი საქართველოს ტერიტორიიდან დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ეს არის დოკუმენტები, რომლებზეც ბრალდებულების მიერ განხორციელებული ქმედებები არის დაფიქსირებული და ამ დოკუმენტებს ბრალდებულები ხელს აწერენ. გარდა ამისა, არსებობს უამრავი დოკუმენტი, რომელიც მოპოვებულია მათი სამუშაო კაბინეტებიდან, მათი სახლიდან, ასევე აღმოჩენილია მათ კომპიუტერებში, სადაც ასევე დოკუმენტურად, მათ მიერ შედგენილი დოკუმენტებით დასტურდება მათ მიერ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. იქ ცალსახადაა დაფიქსირებული, რომ თითქოს ქართული მხარე უფიძნებოდა 1938 წლის ხაზს იმიტომ, რომ ამ პერიოდის შემდგომ გამოცემულ რუკებზე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხაზი, უმეტეს შემთხვევაში საქართველოს საზიანოდ იყო დაფიქსირებული და რა თქმა უნდა, ერთადერთი საფუძველი უდნა ყოფილიყო 1938 წლის ხაზი და ის რუკა, რადგან ეს ორმხრივად იყო შეთანხმებული სახელმწიფოთა შორის. რელურად კი იყენებდნენ 70-იანი, 80-იანი, 90-იანი წლების რუკებს და ეს ექსპერტიზით არის დადგენილი და ამას ისინი პრაქტიკულად აღიარებენ. რა დოკუმენტაციაც თავად შეადგინეს შემდეგ ამის საპირისპიროდ საქართველოს სახელით შეადგინეს დოკუმენტაცია. ეს ყველაფერი არის სასამართლოში, არის საქმეში და ბუნებრივია ამის გამოკვლევა მოხდება“, - აღნიშნა სადრაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner