logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის ინიციატივას მხარი დაუჭირა
- +

7 ივლისი. 2016. 11:38


ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონდებლო ინიციატივას. საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციას კომიტეტის წევრებმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი.



საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე მომხსენებელი ევროპარლამენტის წევრი, ლატვიელი დეპუტატი ანდრეას მამიკინსია.



ამასთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტს მიმართა რეკომენდაციით, მხარი დაუჭიროს საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას.



დღესვე, საქართველოს გარდა, საგარეო ურთიერთობათა  კომიტეტმა მხარი დაუჭირა უკრაინისა და კოსვოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner