ფონდ „ქართუს" დაფინანსებით, ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და მწერალთა სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
1952 წელს აშენებული თეატრის ფასადი 2008 წელს განახლდა, თუმცა ძირეული სამუშაოები წელს დაიწყო. სამუშაოების ხელმძღვანელი კომპანია „ატუს" წარმომადგენლის განმარტებით, მწერალთა სახლის სარემონტო სამუშაოები 2016 წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
განახლებულ დრამატულ თეატრში კი წარმოდგენები 2017 წლის ბოლოსთვის დაიწყება.
თეატრის რეაბილიტაციაზე 6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. მწერალთა სახლის ხარჯთაღრიცხვამ კი 720 000 ლარი შეადგინა.
„წელს აჭარის რეგიონში, კერძოდ ბათუმში ფონდი ქართუს დაფინანსებით ხორციელდება 2 უმნიშვნელოვანესი შენობის რეაბილიტაცია. საუბარია ბათუმის დრამატულ თეატრსა და მწერალთა სახლზე. მწერალთა სახლის სამუშაოების დასრულებას ჩვენ ვგეგმავთ ამ წლის სექტემბრის ბოლოსათვის, ხოლო გაისად წლის ბოლოსათვის დასრულდება დრამატული თეატრი", - ამბობს „ქართუს" დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი.