logo_geo
eng_logo
გაერო: სირიაში, ISIS-ის ბანაკში მცხოვრებ 72 ათას ბავშვს საკუთარ სახლში დაბრუნება სჭირდება
- +

30 იანვარი. 2021. 12:29

 

გაეროს ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველოს თავმჯდომარე, ვლადიმერ ვორონკოვი აცხადებს, რომ საჭიროა, ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში მდებარე ბანაკში მცხოვრები 72 ათასი ბავშვი საკუთარ სახლში დაბრუნდეს, - ამის შესახებ Euronews-ი წერს.

 

„ალ ჰოლის ბანაკში არსებული საშინელი მდგომარეობა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გამოწვევაა. 27 ათასი ბავშვი ბედის ანაბარა, ისლამურ სახელმწიფოსთანაა მიტოვებული“ - აცხადებს ვორონკოვი.

 

გაეროს ჰუმანიტარული წარმომადგენლების განცხადებით, ალ ჰოლი ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ სირიელთა ყველაზე დიდი ბანაკია ქვეყანაში, სადაც ამჟამად 62 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. 80% -ზე მეტი ქალი და ბავშვია, მათმა უმეტესობამ ბანაკს თავი 2019 წლიდან, ისლამური სახელმწიფოს მიერ სირიაში პოზიციების დაკარგვის შემდეგ შეაფარა. ბავშვების ძირითადი ნაწილი ისლამური სახელმწიფოს იმ ექსტრემისტ წევრთა შვილები არიან, ვისაც ოდესღაც ერაყისა და სირიის დიდ ნაწილზე ჰქონდათ კონტროლი. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით სხვა მრავალი მსგავსი ბანაკიცაა.

 

https://imedinews.ge/ge/msoflio/184095/gaero-siriashi-isisis-banakshi-mtskhovreb-72-atas-bavshvs-sakutar-sakhlshi-dabruneba-schirdeba

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner