logo_geo
eng_logo
აშშ-ში პირბადის ტარება თითქმის ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში სავალდებულო ხდება
- +

30 იანვარი. 2021. 12:52

 

აშშ-ში თითქმის ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.

 

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, შესაბამისი განკარგულება აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გასცა.

 

განკარგულება პირველ თებერვალს, 23:59 საათიდან შედის ძალაში და მგზავრებს პირბადის ტარებას ავალდებულებს თვითმფრინავებში, გემებზე, მატარებლებში, მეტროში, ავტობუსებში, ტაქსიში, ასევე სატრანსპორტო ჰაბებში, როგორიცაა აეროპორტები, ავტოსადგურები, რკინიგზისა და მეტროს სადგურები, საზღვაო პორტები.

 

„ჩვენს სატრანსპორტო სისტემაში პირბადის ტარების მოთხოვნა დაიცავს ამერიკელებს და უზრუნველყოფს უსაფრთხო მგზავრობას პანდემიის დროს“, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განკარგულებაში.

 

https://1tv.ge/news/ashsh-shi-pirbadis-tareba-titqmis-yvela-sakhis-sazogadoebriv-transportshi-savaldebulo-khdeba/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner