რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-სა და რუსეთს შორის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმების გახანგრძლივების კანონს ხელი მოაწერა. შესაბამისი კანონი კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის 2010 წელს გაფორმებული შეთანხმების ხუთი წლით გახანგრძლივებას ითვალისწინებს.
აშშ-სა და რუსეთს შორის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შეთანხმების ვადა 5 თებერვალს იწურებოდა. შესაბამისად, მისი მოქმედება 2026 წლის 5 თებერვლამდე გახანგრძლივდა.
მანამდე, შეთანხმების ხუთი წლით გახანგრძლივების მზადყოფნა გამოთქვა აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ.