logo_geo
eng_logo
ზუგდიდში მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი ბავშვი გადაარჩინეს
- +

30 იანვარი. 2021. 15:46

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდში მაშველებმა ბავშვი გადაარჩინეს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში შემოვიდა ინფორმაცია ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ორსართულიანი შენობის ნგრევის შესახებ. ინიციატორის გადმოცემით, ნანგრევებში მოყოლილი იყო არასრულწლოვანი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე დროულად გამოცხადდნენ და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა ბავშვის სავარაუდო ადგილსამყოფელი ნანგრევებისგან უმოკლეს დროში გაათავისუფლეს და 10 წლის გოგონა უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს“ - აღნიშნულია განცხადებაში.

 

არასრულწლოვანი კონტაქტურ მდგომარეობაში იყო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი დახმარება უტარდება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner