ეპიდვითარების გაუარესების გამო ჩეხეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შესვლა აიკრძალა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყანაში არააუცილებელი ვიზიტები, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც 30 იანვრიდან აიკრძალა.
„ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, აკრძალულია ქვეყანაში არააუცილებელი ვიზიტები, განურჩევლად იმისა, თუ რომელ ზონაში მყოფი ქვეყნიდან შემოდის მოგზაური“, - აღნიშნავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.