logo_geo
eng_logo
მალხაზ თორია: ზუგდიდში, ჩამონგრეულ ობიექტში მცხოვრები დევნილი ოჯახები დაკმაყოფილებულები იყვნენ
- +

30 იანვარი. 2021. 18:22

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე შენობის ნანგრევებში მოყოლილი 10 წლის გოგო საავადმყოფოში მოინახულეს. მალხაზ თორიას განცხადებით, საბედნიეროდ ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, მას მძიმე დაზიანებები არ აღენიშნება და მიმდინარეობს მონიტორინგი.

 

 

„ჩამონგრეულ ობიეტში მცხოვრები დევნილი ოჯახები საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულები იყვნენ ჯერ კიდევ დეკემბერში. მათი ნაწილი გადასული იყო ახალ ბინებში, დარჩა ერთი ოჯახი, რომლის ბავშვიც დღეს დაშავდა და საბედნიეროდ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამ ოჯახს სურდა სოფლად სახლის ფარგლებში სახლის შეძენა. მათ ჰქონდათ განაცხადი გაკეთებული და ამაზეც თანხმობა ჰქონდათ, რადგან ცხოვრობდნენ ავარიულ შენობაში. სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ამ ოჯახებს არ დახმარებია, არის მცდარი. ყველა ოჯახი იყო დაკმაყოფილებული”,- განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა.

 

https://imedinews.ge/ge/regioni/184153/malkhaz-toria-zugdidshi-chamongreul-obieqtshi-mtskhovrebi-devnili-ojakhebi-dakmakopilebulebi-ikvnen

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner