logo_geo
eng_logo
Bloomberg: მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 90 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა
- +

30 იანვარი. 2021. 19:58

 

გამოცემა Bloomberg -ის სპეციალური პლატფორმის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 90.8 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. მათ შორის, აშშ-ში 29 მილიონამდე ადამიანი აიცრა. აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 23 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით.

 

ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 11.5 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 4.6 მილიონი ადამიანი აიცრა.

 

ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს. მსოფლიოში დღეში საშუალოდ 4.3 მილიონამდე ადამიანი იცრება.

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/639762-bloomberg-msoplioshi-koronavirusis-sacinaagmdego-vakcinacia-90-milionze-met-adamians-chautarda

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner