მოძრაობა Black Lives Matter მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. ამის შესახებ გამოცემა Fox News წერს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული ინიციატივა ნორვეგიის პარლამენტის წევრმა, პეტერ ეიდემ წამოაყენა.
მისივე თქმით, მოძრაობა „რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის განუყოფელი ნაწილი გახდა" და ამ თემით მთელი მსოფლიოს დაინტერესება შეძლო. პარლამენტარმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ამბოხებისა და არეულობებისა, რომლებიც აშშ-ში გამართულ BLM-ის საპროტესტო აქციებს ახლავს თან, დემონსტრაციების უმეტესობა მშვიდობიანად ტარდება.
https://report.ge/world/modzraoba-black-lives-matter-nobelis-premiaze-tsaradgines/