„ვერსია“ დაინტერესდა პოლიტოლოგ ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობით და მის მეუღლეს, ანა ჯაბაურს დავუკავშირდით, რომელიც აცხადებს, რომ ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობის დინამიკა დადებითია:
„ცოტნე განაგრძობს ძალიან ნელა, მაგრამ სტაბილურად წინსვლას. ცდილობს ლაპარაკს. რანდენიმე სიტყვას უკვე გამართულად ამბობს. გონება ნათელი აქვს. ჯერ კიდევ ხანგრძლივი გზა გვაქვს გასავლელი სრულ რეაბილიტაციამდე, მაგრამ მთავარია, რომ დინამიკა დადებითია“, - განაცხადა ანა ჯაბაურმა.