logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: მისასალმებელია ყველა იმ პოლიტიკოსის გადაწყვეტილება, ვინც რადიკალური ოპოზიციის გავლენაზე უარი თქვა
- +

30 იანვარი. 2021. 21:30

 

„მისასალმებელია ყველა იმ პოლიტიკოსის გადაწყვეტილება ვინც უპასუხისმგებლობას თავი დააღწია და უარი თქვა რადიკალური ოპოზიციის გავლენაზე“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

„რით აშანტაჟებდა ოპოზიციის რადიკალური ფრთა პოლიტიკურ პარტიებს ეს საზოგადოებისთვის უკვე გასაგებია. ესაა მათ მიერ კონტროლირებადი მედია. ჩვენ ვნახეთ თუ როგორ მოექცა ეს მედია იაგო ხვიჩიას და ალექსანდრე ელისაშვილს, რადგან მათ განსხვავებული პოზიციები დააფიქსირეს. ეს მიუთითებს ამ ოპოზიციის შიგნით, ე.წ გაერთიანებულ ბანაკში თუ როგორია დემოკრატის ხარისხი. ეს გვახსენებს კიდევ უფრო ადრინდელ პერიოდს როცა ეს ადამიანები იყვნენ ხელისუფლებაში როგორ ექცეოდნენ განსხვავებულ აზრს და იმ ადამიანებს ვინც მათ დღის წესრიგში არ ჯდებოდა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს ამომრჩეველმა ხმა იმისთვის მისცა, რომ უნდა იმუშაონ პარლამენტში.

 

„არჩეული დეპუტატები კანონპროექტებზე და ზედამხედველობის პროცესში უნდა ყოფილიყვნენ ჩართული და მონაწილეობა მიეღოთ პოლიტიკურ პროცესში. რა უპასუხა ოპოზიციამ საზოგადოებას და მათ ამომრჩევლებს? მათი პასუხი იყო: მუშაობა არ გვინდა, პარლამენტში არ ვაპირებთ შესვლას, მაგრამ ჩვენ მზად ვართ მივიღოთ და დავხარჯოთ დაფინანსება“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

 

ცნობისათვის, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს. მანამდე, საპარლამენტო უმრავლესობასა და პარტია „მოქალაქეებს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა.

 

https://imedinews.ge/ge/politika/184167/archil-talakvadze-misasalmebelia-kvela-im-politikosis-gadatskvetileba-vints-radikaluri-opozitsiis-gavlenaze-uari-tqva

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner