„მადლობას ვუხდი ჩვენს მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ვინც ნანგრევებში მოყოლილი ბავშვი გადაარჩინეს. ის ახლა უსაფრთხოდ არის და ეს მაშველების დამსახურებას. მათ პროფესიონალურად ჩაატარეს სამაშველო ოპერაცია“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ზუგდიდში მომხდარ უბედურ შემთხვევას. აღნიშნული განცხადება არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.
„მაშველები გმირები არიან და მთელმა საზოგადოებამ ნახა, თუ როგორ იმუშავეს მათ დღეს ზუგდიდში, ნანგრევებში მოყოლილი ბავშვის გადასარჩენად“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.