logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: მაშველები გმირები არიან, მათ ნანგრევებში მოყოლილი ბავშვის გადარჩენა შეძლეს
- +

30 იანვარი. 2021. 22:08

 

„მადლობას ვუხდი ჩვენს მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ვინც ნანგრევებში მოყოლილი ბავშვი გადაარჩინეს. ის ახლა უსაფრთხოდ არის და ეს მაშველების დამსახურებას. მათ პროფესიონალურად ჩაატარეს სამაშველო ოპერაცია“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ზუგდიდში მომხდარ უბედურ შემთხვევას. აღნიშნული განცხადება არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

 

„მაშველები გმირები არიან და მთელმა საზოგადოებამ ნახა, თუ როგორ იმუშავეს მათ დღეს ზუგდიდში, ნანგრევებში მოყოლილი ბავშვის გადასარჩენად“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner