logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: დავითგარეჯას საქმის ფიგურანტებისთვის პატიმრობის შეცვლა არ ნიშნავს, რომ გამართლდნენ
- +

30 იანვარი. 2021. 22:12

 

„ივერი მელაშვილისა და ნატალია ილჩოვას გათავისუფლება ნიშნავს აღკვეთის ღონისძიების შეცვლას. მათ უბრალოდ საპატიმრო დატოვეს და რჩებიან ბრალდების ქვეშ, ხოლო საბოლოო ვერდიქტს გამოაცხადებს სასამართლო“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, საპატიმრო სასჯელის შეცვლა არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები გამართლდნენ იმ ბრალდებაში, რაც მათ წაუყენა პროკურატურამ.

 

„უბრალოდ პროკურატურამ გამოძიება ამ ნაწილში დაასრულა და საქმე გადასცა სასამართლოს და საბოლოო ვერდიქტი არის სასამართლოს გამოსატანი. პროკურატურამ თქვა რომ მტკიცებულებებით არის ბრალდება დამაგრებული. რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლოზე მყარი პოზიციებით მიდიან და მათ თქვეს, რომ პრაქტიკულად იდენტიფიცირებულია პირთა წრე ვინც ამ საქმეზე ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას დავალებებს აძლევდა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

მისი შეფასებით, მედიასთან ივერი მელაშვილის მიერ გაკეთებლი განცხადება იყო უმძიმესი.

 

„მე არ მინდა ჩემს ქვეყანას მოლაპარაკებებზე წარმოადგენდეს ადამიანი, რომელსაც რაც განიხილებოდა იმ საკითხების თავადაც არ სჯერა, რაც აზერბაიჯანულ მხარესთან უნდა ემტკიცებინა. შესაბამისად, განცხადება, რომელიც მოვისმინეთ, იყო უმძიმესი, მე მეტ დეტალებში ვერ შევალ და საბოლოო ვერდიქტს იტყვის სასამართლო“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

 

შეგახსენებთ, 28 იანვარს, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ. მათ სასამართლომ გირაო შეუფარდა.

 

 

https://imedinews.ge/ge/politika/184168/archil-talakvadze-davit-garejis-saqmis-pigurantebistvis-patimrobis--shetsvla-ar-nishnavs-rom-gamartldnen

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner